1. ჭურჭლის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საწარმოს ტერიტორიაზე მომუშავე ყველა პირისთვის უსაფრთხოების წესების სწავლება და პერიოდული ინსტრუქტაჟის ჩატარება.
2. ჭურჭლის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მომუშავე პერსონალის ინფორმირება ყველა იმ რისკის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
3. საწარმოში მომუშავე პერსონალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოწყობილობათა უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2013.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება