1. ქვაბის წყლის ხარისხის ნორმები, მისი კორექციული დამუშავების აუცილებელი რეჟიმი, უწყვეტი და პერიოდული გაქრევის რეჟიმები დაცული უნდა იყოს ქვაბის დამამზადებელის წყალ-ქიმიური რეჟიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ქვაბების წყლის ფარდობითი ტუტიანობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის დოლების, მილებისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების ლითონის მახასიათებლების შენარჩუნებას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 03.01.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება