1. ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვება ხორციელდება ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ გამშვებ – გასამართი სამუშაოების ჩატარების, პირველადი ტექნიკური შემოწმებისა და მისი ორთქლით მოსინჯვის შემდეგ დადებითი შედეგების შეთხვევაში.
2. ექსპლუატაციაში შეყვანილ თითოეულ ქვაბზე, თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) სამუშაო წნევა;
გ) შემდგომი შიგა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური გამოცდის თარიღი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 03.01.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება