1. დეზაქტივაციის სისრულე განისაზღვრება დამუშავების დაწესებული წესებისა და მეთოდების ზუსტი შესრულებით, შესაბამისი ხსნარებისა და მათი საჭირო რაოდენობის გამოყენებით.
2. დეზაქტივაციის სისრულის დადგენა ხდება დოზიმეტრული ხელსაწყოებით: ДП-5, ДП-5А, ДП-12 და სხვ.
3. სატრანსპორტო საშუალებების ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურების დონეები არ უნდა აღემატებოდეს დანართი 1-ის მე-2 ცხრილში მოყვანილ მნიშვნელობებს. თუ ზედაპირების დაბინძურება არ აღემატება დასაშვებ დონეებს, დეზაქტივაცია ჩაითვლება დამთავრებულად, თუ აღემატება, მაშინ დეზაქტივაციის პროცესი უნდა განმეორდე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „საერთაშორისო მიმოსვლის სატრანპორტო საშუალებებზე დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და დეზაქტივაციის საქმის ორგანიზებისა და განხორციელების წესები“ დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №24, 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017580 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2189355/muxli-17/