თავი II — სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გარდა ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება