საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№940
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №940

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების   სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის (ორგანიზაციული კოდი: 38 13 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.  

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური