თავი IV — ელექტრომომარაგება, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კავშირგაბმულობა
1. საგანგებო სიტუაციებში შეუფერხებელი ტელერადიომაუწყებლობის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნას:
ა) ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე დაცვის სხვადასხვა ხარისხის მქონე მაუწყებლობის დაცული სათადარიგო პუნქტების არსებობა;
ბ) სამაუწყებლო ტელეპროგრამების გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს თანამგზავრის ან სარელეო ხაზების გამოყენების მეშვეობით, ხოლო რადიოპროგრამებისათვის დამატებითი სატელეფონო ქსელის გამოყენებით;
გ) შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა მდებარე კავშირგაბმულობის ობიექტების შემადგენლობაში გათვალისწინებულ უნდა იქნას მადუბლირებელი სააპარატო–სასტუდიო ბლოკებისა და საქტელერადიოს გადასაადგილებელი საშუალებების ჩართვის პუნქტების შექმნა;
დ) რეგიონალური და ადგილობრივი რადიომაუწყებლობის კომპლექსები მოწყობილი უნდა იქნას საიმედოდ დაცულ შენობებში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №51, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017662 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2195780/muxli-11/