,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1006
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1006

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების № 5 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                  

„7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სამუშაოები;

ბ) ქ. წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;

გ) სოფლების: ნარდევანის, რეხასა და აიაზმას კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია;

დ) სოფლების: არსარვანის, ბეშთაშენის, წინწყაროს, ავრანლის, აშკალის, გუნია-კალის, გუმბათის, თეჯისის, ოზნისა და ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;

ე) სოფლების: კიზილ-კილისა, კირიაკისა და გუმბათის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;

ვ) ქ. წალკის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                            ნ. გილაური