თავი IV — უსაფრთხოების მოთხოვნები მაგისტრალური ნავთობსადენის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ
1. გაგრილების აგრეგატებისა და თბოგაცვლის აპარატების ნადებისა და ჭუჭყისაგან გაწმენდის ვადები და მეთოდები დგინდება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია გაგრილების სისტემის კონსტრუქციაზე, გაჭუჭყიანების დონეზე, წყლის სიმკვრივესა და ხარჯზე.
2. გაგრილების სისტემამ უნდა უზრუვნელყოს წყლის წნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მითითებულ სიდიდეზე.
3.სატუმბო საამქროში უნდა იყოს გაგრილების სისტემის სქემა კომუნიკაციებით, სადაც ნაჩვენებია ტუმბოები, სავენტილაციო სისტემები, არმატურა, თბოგაცვლის აპარატები და ა.შ., ასევე დასაშვები წნევები და ტემპერატურები, შესაბამისი სტანდარტის მიხედვი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაგისტრალური ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება