საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№566
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №566

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაეცეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (დანართის თანახმად)* თხოვების ფორმით, 5 წლის ვადით კერძო სამართლის სუბიექტებს.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველყონ ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

 

*. დანართი არ ქვეყნდება