საქართველოს მთავრობას და შპს „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფარავანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ დადებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №166

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას და შპს „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფარავანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ დადებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ჯორჯიან ურბან ენერჯის“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და სს „საქრუსენერგოს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი            ბ. ივანიშვილი