,,თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1060
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1060

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის  გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის  გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №93 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. 2009 წლის პირველ კვარტალში ქალაქ ფოთს აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები, რაც აფერხებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითმმართველ ქალაქ ფოთს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილონ ხუთასი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                             ნ. გილაური