სსიპ – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობების საპროექტო სამუშაოთა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№663
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 663

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობების საპროექტო სამუშაოთა განხორციელების შესახებ

1. ქ. ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღონისძიებათა ხელშეწყობისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანძურის საერთაშორისო სტანადრტების შესაბამისად დაცვის მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ, მისთვის „2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს სსიპ – ქუთაისის ნიკო ბერძენი-შვილის სახელობის სახელმწიფო ი ს ტორიული მუზეუმის არსებული შენობის სარეაბილიტაციო და ახალი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის პირველი ეტაპის მომზადება.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სამუშაოთა შესრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი