კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№681
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №681

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კახეთის მხარის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს – 2 004 000 (ორი მილიონ ოთხი ათასი) ლარი:

ა) თელავის მუნიციპალიტეტს – 395 000 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 675 000 (ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 273 000 (ორას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი;

დ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 403 000 (ოთხას სამი ათასი) ლარი;

ვ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 128 000 (ას ოცდარვა ათასი) ლარი;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად და მოკლე დროში შესრულების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მუნიციპალიტეტების გამგეობებს, რათა შესყიდვები განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს გ. ნაცვლიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე