თეთრი წყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№688
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №688

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

თეთრიწყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) გამოყოს:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 100 000 (ასი  ათასი) ლარი, №1 დანართის შესაბამისად; *

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი, №2 დანართის შესაბამისად; *

გ) დმანისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი, №3 დანართის შესაბამისად; *

დ) წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 305 000 (სამას ხუთი ათასი) ლარი, №4 დანართის შესაბამისად. *

2. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) ზ. მელიქიშვილს.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე

 

* დანართები არ ქვეყნდება