ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№711
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №711

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი №22) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან   ამოირიცხოს ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ბოლნისის სატყეო უბნის (ყოფილი კაზრეთის სატყეო) №34 კაზრეთის სარეინჯეროს №7 უბნიდან – 3.45 ჰა, №12 უბნიდან – 4.3 ჰა, №13 უბნიდან – 0.3 ჰა.

2. მიწის ფართობის განკარგვის შემთხვევაში მიწის ფართობის მფლობელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით შერჩეულ ფართობზე განახორციელოს საკომპენსაციო ტყის განაშენიანებისა და მოვლის ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე