საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“ ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №558

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“‑ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააფორმოს ფინანსური ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსების (40 მილიონი ევროს ოდენობის სესხი) მიზნით შემდეგი ფინანსური პირობებით:

 

სესხის ხანგრძლივობა:

25 წელი;

შეღავათიანი პერიოდი:

5 წელი;

სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე):

EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი ან ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი;

საპროცენტო მარჟა:

ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის მიღებისას;

ადმინისტრირების გადასახადი:

50,000 ევრო (ერთჯერადი გადასახადი).

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი