,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№340
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №340

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საავტომობილო გზების  რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების  მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საავტომობილო გზების  რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების  მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ  2009-2011 წლიდან დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-სამტრედიის მონაკვეთის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, აღნიშნულ საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგანაც რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებადე შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლად განთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული.  აღნიშნულიდან გამომდინარე:“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ბ. ივანიშვილი