ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№584
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №584

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე,ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:

1. ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისათვის მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმით მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ღირებულების ასანაზღაურებლად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 661 175 (ექვსას სამოცდაერთი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი, ხოლო ამავე მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი.

2. მიმდინარე წელს სს „დუშეთგაზისათვის“სს „იტერა-საქართველოს“ მიერ ამ მიზნით მოწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურებაში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 139 868 (ას ოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდარვა) ლარი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტში.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.

პრემიერ-მინისტრი                                                                              ზ. ნოღაიდელი