2. სახელმწიფ
ო უზრუნველყოფს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას.
3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები, იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ფიზიკური პირების კუთვნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს ეროვნული არქივი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ეროვნულ არქივს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.
4. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დოკუმენტს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, მის მესაკუთრესა და ეროვნულ არქივს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული არქივის მიერ ამ დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3809 - სსმ I, №65, 26.11.2010 წ., მუხ.411
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6882
– ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6882
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13 1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები,ორგანოები ადგილობრივიდა თვითმმართველობისმუნიციპალიტეტები, ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევა და დამუშავება. 2. სახელმწიფოსახელმწიფ ო უზრუნველყოფს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას. 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები, იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ფიზიკური პირების კუთვნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს ეროვნული არქივი. 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ეროვნულ არქივს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. 4. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დოკუმენტს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, მის მესაკუთრესა და ეროვნულ არქივს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული არქივის მიერ ამ დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3809 - სსმ I, №65, 26.11.2010 წ., მუხ.411 თავი IV. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება