2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.
4. შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება:
ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით;
ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.
5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011
წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5600
- ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5600
- 20.12.2011 კანონი №5571
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. 2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. 4. შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება: ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით; ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი. 5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს„პერსონალურ ზოგადიმონაცემთა ადმინისტრაციულიდაცვის კოდექსისშესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-620(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
…მიმართ. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
- საქმე №ბს-287(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
…პირის გასხვისების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველია სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
- საქმე №330310018002657632 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2020
სასამართლომ ასევე მიუთითა ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- საქმე №330310019003159967 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2019
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აგვისტოს №0--------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული არქივი მოკლებული იყო შესაძლებლობას საფასურის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის გარეშე გაეცა ინფორმაცია, თუ რომელი ნოტარიუსები ახორციელებდნენ სახელმწიფო ნოტარიუსის უფლებამოსილებას ქ.
- საქმე №330310018002657632 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება