კარი VI — მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობათავი XVIმუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა
2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
3. თანაზომიერების პრინციპის დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო ზედამხედველობის ღონისძიების გამოყენების შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.09.2019 ორგანული კანონი №4965
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პრინციპიპრინციპი1. 1. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“ და ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განსხვავებული წესისა და ფარგლების დადგენა საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის დაცვით. 3. თანაზომიერების პრინციპის დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო ზედამხედველობის ღონისძიების გამოყენების შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №160310019003122073 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 23.10.2019
საქართველოს კანონი,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის პირველი ნაწილის,,გ“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება