კარი VI — მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობათავი XVIმუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს წერილობით მიმართოს სამართლებრივი კონსულტაციის თხოვნით.
11. სავალდებულო სამართლებრივ კონსულტაციას ექვემდებარება:
ა) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების პროექტები;
ბ) გენერალური გეგმების პროექტები.
2. სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი.
3. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო წერილობითი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის სამართლებრივ დასკვნას მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნა უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, აგრეთვე რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.
4. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 ორგანული კანონი №3242
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 137. სამართლებრივი კონსულტაცია 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს წერილობით მიმართოს სამართლებრივი კონსულტაციის თხოვნით. 111. 1. სავალდებულო სამართლებრივ კონსულტაციას ექვემდებარება: ა) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების პროექტები; ბ) გენერალური გეგმების პროექტები. 2. სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი. 3. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო წერილობითი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის სამართლებრივ დასკვნას მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნა უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, აგრეთვე რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ. 4. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება