2. მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობები ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის პროექტს 2015 წლის 1 ივლისამდე ამზადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2973 – ვებგვერდი, 30.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.12.2014 ორგანული კანონი №2973
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2589
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 163. მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობებიპირობები1. 1. მუნიციპალიტეტი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სასმელი წყლის მიწოდებას და წყალარინებით მომსახურებას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიცენზიატი კერძო სამართლის სუბიექტების საშუალებით იმ დასახლებებში, სადაც სასმელი წყლის მიწოდებას და წყალარინების მომსახურებას შესაბამისი ლიცენზიატი მიმწოდებელი არ ახორციელებს. 2. მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობები ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის პროექტს 2015 წლის 1 ივლისამდე ამზადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-239(2კ-უს-კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2020
…ავზის არც მესაკუთრეს და აღნიშნული არც მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება,...ის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას მოაწყოს სოფ....აში წყალშემკრები ავზისათვის სანიტარული დაცვის ზონები და უზრუნველყოს ის დაცვის სამსახურით. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,,,მუნიციპალიტეტი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული…
- საქმე №330310014651563 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,,, მუნიციპალიტეტი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება