2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ მუნიციპალიტეტის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლებაუფლება1. 1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივ თვითმმართველობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ მუნიციპალიტეტის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-794(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2024
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მიწის ნაკვეთები შეიძინეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად, სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა სივრიცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
- საქმე №ბს-784(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
N233 დადგენილების მე-5, მე-6 მუხლები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მიწა ექცეოდა სასაფლაოს დახურულ ტერიტორიაში და მისი გასხვისება არ დაიშვებოდა, რითაც დაარღვია საქართველოს მთავრობის 26.12.2013წ.
- საქმე №ბს-1149(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
…- სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). სააპელაციო პალატამ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხლზე, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის 5.2, 6.2, 6.3, 23.1, 23.3, 25.31, 27-ე მუხლებზე მითითებით, ასევე ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის ტერიტორიის…
- საქმე №ბს-1112(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2021
საჭიროების დასაბუთების პროცესში, საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორებისა და დაბალანსების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით, რომლის მიხედვითაც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო…
- საქმე №ბს-1174(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
შესაბამისად, სასამართლოს სწორედ ამ აქტით უნდა ესარგებლა და არა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-6 და 54-ე მუხლებით. კასატორი ასავე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი უნდა ყოფილიყო...ის ანძა-რკინის კონსტრუქცია.
- საქმე №080310018002294520 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება