,,EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №54

2010 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,EXPO 2010“მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის № 822 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,EXPO 2010“მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის № 822 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრი,  კომისიის თავმჯდომარე

ზაალ აბაზაძე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ზურაბ ალავიძე

საქართველოს ეკონომიკური გან ვითარების მინისტრის მოადგილე

მამუკა ახვლედიანი

ქ. თბილისის   მერის   პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

ნინო კალანდაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ლორთქიფანიძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

ვასილ მანაგაძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“თავმჯდომარე

ირაკლი მატკავა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საქართველოს ეროვნული  საინვესტიციო   სააგენტოს  დირექტორი

რევაზ მაჭარაშვილი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსამსახურე, კომისიის მდივანი

პაპუნა პეტრიაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნატალია ფარცხალაძე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

დავით ცხადაძე

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე.“.

      

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური