საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№215
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016608
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №215

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგურის („ბახვი 3 ჰესი“) მშენებლობის დასრულების თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 9 ივლისის №1191 ბრძანება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ბახვი 3-ის სათავე კვანძისა და სადერივაციო არხის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 5 აგვისტოს №1369 ბრძანება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ბახვი 3-ის სადაწნეო აუზის, სადაწნეო მილსადენის, ჰესის შენობის, 110 კვტ. ქვესადგურის და 110 კვ. ელ. გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაუქმდეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარანტია.

3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი