სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№217
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016635
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №217

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

 „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს USAID-სა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების ხელშეკრულება და USAID-სა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის „გორი-ქარელის“ 20-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების ხელშეკრულება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი