„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№361
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №361

201 0 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის№640 განკარგულებაში ცვლილების ა და დამატებ ებ ის შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებ ები:

1. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულმა ორგანიზაციებმა (ტყითმოსარგებლეები), საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამ აქტის ფარგლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათვისება (ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვა) უზრუნველყონ 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ი სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამ აქტის ფარგლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათვისება (ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვა) უზრუნველყონ 2010 წლის 1 სექტემბრამდე, კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ნება დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამ განკარგულების შესაბამისად,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – სატყეო დეპარტამენტისათვის გადაუცემელი საშეშე მერქნის სანაცვლოდ ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს მოსთხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა.

42. 41 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა 1 მ3 გადაუცემელ საშეშე მერქანზე განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

პრემიერ-მინისტრი            ნ.გილაური