შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №253

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

შპს „ჰიდროდეველოპმენტ კომპანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ჰიდროდეველოპმენტ კომპანის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 400023728) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

  2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

  პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

 

  №

ქონების ადგილმდებარეობა

საკადასტრო კოდი

ქონების დახასიათება

1

ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა

20.41.04.033

1202 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

2

ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა

20.41.04.031

2052 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

3

ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა

20.41.04.032

217 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი