საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№262
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №262

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

     1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების მიზნით, შეიქმნას საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დომენტი სიჭინავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;

ალექსანდრე ჩივაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;

მურთაზ ხურცილავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;

რომან ფიფია – შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის“ (ს/ნ 204423454) პრეზიდენტი; ტარიელ ხეჩიკაშვილი – შპს „საფეხბურთო კლუბი საბურთალოს“ (ს/ნ 211389665) პრეზიდენტი;

ილია კოკაია – შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის“ (ს/ნ 230091664) 100% წილის მფლობელი.

2. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;

ბ) კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით;

გ) სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა;

დ) პერსპექტიული ფეხბურთელების გადამზადების გეგმის შემუშავება;

ე) პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების გადამზადების ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;

თ) უეფას სუპერ თასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია;

ი) 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

კ) სტადიონებისა და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხელშეწყობა.

 4. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

 

პრემიერ‑მინისტრი     ირაკლი ღარიბაშვილი