საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№254
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 23/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №254

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად:

ა) შეიქმნას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

გიორგი ბარამიძე

-

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი

-

ქ. თბილისის მერის პირველი  მოადგილე, ვიცე-მერი

ჯამბულ ბაკურაძე

-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველი მოადგილე

გრიგოლ გობეჯიშვილი

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ჯაბა ებანოიძე

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი _ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მარინე ჭოღოშვილი

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

მეუფე თეოდორე (ჭუაძე)

-

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

მეუფე გერასიმე (შარაშენიძე)

-

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე

მეუფე ანდრია (გვაზავა)

-

სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი

მეუფე სპირიდონი (აბულაძე)

-

სხალთის ეპისკოპოსი

მეუფე იოანე (გამრეკელი)

-

რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

პროტოპრესვიტერი

გიორგი ზვიადაძე

-

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

-

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე

-

საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე

კახაბერ მახათაძე

-

საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

 

ბ) კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 

მიხეილ მაჭავარიანს

-

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს

ხათუნა გოგორიშვილს

-

საქართველოს პარლამენტის წევრს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური