1. შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც
არეგულირებს შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელთა (შემდგომში – შიდა აუდიტორები) ქცევის წესს სახელმწიფო შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
2. კოდექსის მიზანია შიდა აუდიტის საქმიანობაში მაღალი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შიდა აუდიტორთა მიერ პროფესიული ვალდებულებების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა.
3. კოდექსი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობასა და
საერთაშორისო შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრინციპებსა და ნორმებს
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.09.2011
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011. გამოქვეყნება: გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №1016, 30.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2260922/muxli-1/