„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.017824
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს  ცვლილება და  272 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) საზღვრებში მოქცეულ 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, ელექტრული ქსელის მფლობელი კომპანიების მიერ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24  დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭრილი ხე-ტყის ჩაბარებისა, რეგულირდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი