„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 23/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2005 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის  №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის№39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ”.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

გიორგი ვაშაყმაძე – საქართველოს წარმომადგენელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის (ძსმ) და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების სახელმწიფოთაშორის კომისიაში, საქართველოს ნავთობკორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე

დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე

კონსტანტინე კემულარია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე”.

3. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის კომისიის თანდართული დებულება”.

4. ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულების” სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის დებულება”.

5. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ენერგეტიკის კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს”.

6. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.”.

7. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქართველოს ენერგოსექტორის ინსტიტუციური დერეგულირების სტრატეგია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ე) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.”.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი