სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№431
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016787
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №431

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის           საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის             საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის საკოორდინაციო კომიტეტში გასაწევრიანებლად შესაბამისი განზრახვის წერილის გაგზავნა.

3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს კომიტეტში გაწევრიანებისათვის აუცილებელი შემდგომი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ი . ღარიბაშვილი