საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1962
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1962

2012 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. ქ. თბილისში, გმირ-კურსანტთა ქ. №22‑ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების (25%) მიზნით, ნება დაერთოს ს აქარ თვე ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 8 603,97 (რვა ათას ექვსას სამი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპი რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახ ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქ ტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩასატარებლად საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტი ვე ბული შესყიდვი ს საშუალებით .

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი