საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2011
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2011

2012 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამ ხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდ ვებთან დაკავშირებით, კვებით მომსახურების მიმწოდებელ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, უსასყიდლო სარგებლობაში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადით, გადასცეს მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელთა ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

პრემიერ -მინისტრი                                         ბ . ივანიშვილი