„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№733
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №733

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ტურისტულ ზონაში კაფე-რესტორნის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-19მუხლის მე-2პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURIRESORTS“‑ს გადაურიცხოს620 000 (ექვსას ოცი ათასი) დოლარის და 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი,მათ შორის:

ა) კაფე-რესტორნის მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის ხარჯებისათვის – 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი;

ბ) კაფე-რესტორნის მინაპლასტიკით შემოსვისა და მანათობელი დანამატით შეღებვის ხარჯებისათვის – 520 000 (ხუთას ოცი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი;

გ) კაფე-რესტორნის სამგზავრო ლიფტის მონტაჟისა და კიბის მოსაწყობად – 100 000 (ასი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                   ნ . გილაური