„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 11 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№913
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 14/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №913

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი  უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 11 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების “ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილე ბის მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმია ნობის წესის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბ რის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომი სი ის 201 2 წლის 11 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა  დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სხვა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში გადამისამართებისა და 2012 წლის 4 აპრილის №9 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების 1.66‑ე პუნქტის გაუქმების თაობაზე. 

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართვე ლოს კანონით „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 03 15).

  პრემიერ-მინისტრი                                               ნ. გილაური