„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1117
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1117

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №586 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თავის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი №9) ჰოლისა და გარე ფასადის მოწყობისათვის შესაბამისი საპროექტო და სარემონტო სამუშაოების, აღნიშნულისათვის დიზაინერული მომსახურებისა და შესაბამისი საქონლის, საკონფერენციო დარბაზის ტექნიკური აპარატურით აღჭურვისათვის და აგრეთვე მისი მოწყობისათვი ს დიზაინერული მომსახურებისა და შესაბამისი საქონლის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 5 აპრილიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                            ნიკა გილაური