საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1122
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1122

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) ამბროლაურის წყალარინების და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                        ნიკა გილაური