საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1168
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1168

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი მიმართოს შემდეგ ღონისძიებათა განსახორციელებლად:

ა) ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისა და ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების წინ დამატებითი სტიმულირებისათვის, ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისა და მწვრთნელების წასახალისებლად – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

ბ) „ფედერაციის თასის“ გათამაშებაზე წარმატებული ასპარეზობისათვის ჩოგბურთში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდის (მოთამაშეებისა და კაპიტნის) წასახალისებლად – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.

 

  პრემიერ-მინისტრი                ნიკა გილაური