„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1234
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1234

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, მდინარე რიონზე ასაშენებელი „ნამახვანი ჰესების კასკადის“, ასევე მიმდებარე ზონაში შესაქმნელი სხვა პერსპექტიული ენერგეტიკული ობიექტების სისტემაში მიერთების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განახორციელოს ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა.“.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამ განკარგულების პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების შესრულების მიზნით საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს სათანადო ქმედებების განხორციელება, მათ შორის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ნიკა გილაური