ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№999
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №999

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 33  პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ინდივიდუალურ მეწარმე „ბექა ონიაშვილზე“ (ს/ნ 08001000366) გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალურ №100067 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შეიცვალოს ლიცენზიით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №1-1/1179 ბრძანება) დადგენილი ფართობის ადგილმდებარეობა და განისაზღვროს ახმეტის სატყეო უბნის ქისტაურის სატყეოს კვარტალ №24‑ით, საერთო ფართობით – 284 ჰექტარი.

2. განკარგულების ძალაში შესვლიდან ლიცენზიატი – ინდივიდუალური მეწარმე „ბექა ონიაშვილი“ ვალდებულია „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132  დადგენილებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებით განახორციელოს ახმეტის სატყეო უბნის ქისტაურის სატყეოს კვარტალ №24‑ში, საერთო ფართობით – 284 ჰექტარზე, ხე-ტყის დამზადების სპეციალური №100067 ლიცენზიით განსაზღვრული იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება.    

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური