ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1245
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1245

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კურორტ ანაკლიის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და ბაღების კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“ ‑ის კაპიტალის გაზრდა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

 

 

პრემიერ‑მინისტრი                                    ნიკა გილაური