შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1252
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1252

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ‑მინისტრი                              ნიკა გილაური

 

დანართი

ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტის ოპერირების მიზნებისათვის აეროპორტის ოპერირებისათვის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები სხვა საჭირო კომპონენტებთან ერთად მოიცავს ასევე შემდეგს:

აეროპორტის და მისი ინფრასტრუქტურის შესწავლა, ანალიზი და სათანადო სტრატეგიის შემუშავება;

აეროპორტის კომერციული და ოპერირების კონცეფციის შემუშავება;

აეროპორტის ოპერირებისათვის საჭირო სახელმძღვანელოების შემუშავება;

აეროპორტის ოპერირების ძირითადი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

აეროპორტის ოპერირებისათვის საჭირო მომსახურების დანერგვა;

 აეროპორტის საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

სათანადო კადრების შერჩევა და ტრენინგი;

აეროპორტის სტრუქტურის ჩამოყალიბება;

აეროპორტის სრულყოფილი ოპერირებისათვის მომზადება.