საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1280
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1280

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) (შემდგომში – IFAD) ფინანსური მხარდაჭერით 2005-2007 წლებში განხორციელებული „მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ათვისებული 84 504.65 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთას ოთხი აშშ დოლარი და სამოცდახუთი ცენტი) აშშ დოლარი, დონორის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს IFAD-ს.

 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების შესრულება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდის „აგროსექტორის განვითარება/ხელშეწყობა – 37 01 08“ (ქვეპროგრამა „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი (IFAD) – 37 01 08 03, საბიუჯეტო სახსრები“) ასიგნებებიდან.

 3. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, გამოუყოს არა უმეტეს 84 505.0 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთას ხუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი (IFAD)“ -ის ქვეპროგრამის თანადაფინანსებისათვის.

პრემიერ-მინისტრი                       ივანე მერაბიშვილი