საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხის მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1415
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 20/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1415

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხის მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 300 000 (სამასი ათასი) ლარი მიმართოს შესაბამისი განთავსების ობიექტების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შესყიდვების ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                        ივანე მერაბიშვილი