შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1438
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1438

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. შპს „ბათუმი თაუერმა“ „Batumi Tower“-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელოს სახელშეკრულებო ღირებულების ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21‑ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398‑ე მუხლის შესაბამისად.

2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „Batumi Tower“-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                     ივანე მერაბიშვილი